iusgentes
N524 · მოდული

2008 წლის აგვისტოს ომი

საერთაშორისო სამართლებრივი კაზუსი — ფაქტები, განცხადებები, სასამართლოები

IIFFMCGECtHRICJICC

სქემა

ომი და მისი სამართლებრივი შედეგები — 2008–2026

💡 დააკლიკეთ სქემას — გაიხსნება მთელ ეკრანზე; იქ დააკლიკეთ ნებისმიერ ბლოკს განმარტებისთვის. დახურვა — Esc ან ×.

1992–2008
სოჭი · მოსკოვი
პასპორტიზაცია · დაძაბულობა

7/8 აგვისტო
ქართული არტილერია
ცხინვალზე

8 აგვისტო
რუსეთის ავიაცია დილიდან
ჯარი — ოფიციალურად 14:30

9 აგვისტო
ტყვეები ცხინვალში
(ანწუხელიძე)

10 აგვისტო
საქართველოს ცალმხრივი
ცეცხლის შეწყვეტა

11 აგვისტო
რუსეთი — გორი, ზუგდიდი,
სენაკი, ფოთი
შინდისის ბრძოლა

12 აგვისტო
ექვსპუნქტიანი შეთანხმება
ECtHR წესი 39 · ICJ სარჩელი

26 აგვისტო
რუსეთის „აღიარება“

8 სექტემბერი
განმახორციელებელი
შეთანხმება

1 ოქტომბერი
EUMM

23 ოქტომბერი
ოკუპირებული
ტერიტორიების კანონი

30.09.2009
ტალიავინის
ანგარიში

2011
ICJ — იურისდიქცია
არ არის

2016
ICC — გამოძიება

2021
ECtHR დიდი პალატა

2022
ICC — 3 ორდერი

2023–2025
ECtHR — €129.8 მლნ
+ €253 მლნ

2026
ECtHR — Malachini

სქემა — ქრონოლოგია · SVG ჩამოტვირთვა

რატომ ეს მოდული? ოთხი კვირის განმავლობაში ვისწავლეთ: რა არის სახელმწიფო და აღიარება (კვ. 1), როგორ იქმნება სამართალი (კვ. 2), რა არის ძალის აკრძალვა, ჩაურევლობა და თვითგამორკვევა (კვ. 3), ვინ არის სამართლის სუბიექტი და რა არის სახელმწიფოს უწყვეტობა (კვ. 4).

2008 წლის აგვისტოს ომი არის ის საქმე, სადაც ყველა ეს ცნება ერთად მუშაობს — და ის ჩვენი ქვეყნის ისტორიაა.


როგორ წავიკითხოთ ეს მოდული

ომის შესახებ ყველაზე ხშირი შეცდომა სამი სხვადასხვა რამის აღრევაა. აქ ისინი გამიჯნულია:

რას ნიშნავს სად არის
📅 ფაქტი რა მოხდა და როდის — ოფიციალური წყაროს მიხედვით ქრონოლოგია
🗣️ პოზიცია რას ამბობდა მხარე — ეს ფაქტი არ არის, ეს განცხადებაა განცხადებები · პროპაგანდა
⚖️ სამართლებრივი შეფასება რას ადგენს სასამართლო ან საერთაშორისო მისია სამართლებრივი შეფასება · ICJ · ECtHR · ICC

წყაროების იერარქია

ამ მოდულში ყოველი მტკიცება წყაროს ეყრდნობა, და წყაროები თანაბარი არ არის:

  1. ⚖️ სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტი — ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ECtHR), მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (ICJ);
  2. 🔎 საერთაშორისო საგამოძიებო მისია — ევროკავშირის დამოუკიდებელი საერთაშორისო მისია (IIFFMCG, ხელმძღვანელი — ჰაიდი ტალიავინი, 2009). ⚠️ სადავო წყაროა — მისი შეფასებები ომის დაწყებაზე სასამართლოს არ დაუდასტურებია და მათ სერიოზული კრიტიკა აქვს → 🔍 ტალიავინის ანგარიში — სანდოობა;
  3. 📜 ოფიციალური დოკუმენტი — გაერო, ევროკავშირი, საქართველოს კანონმდებლობა;
  4. 📰 ოფიციალური განცხადება ან ავტორიტეტული ორგანიზაცია (მაგ., Human Rights Watch) — მხოლოდ მაშინ, როცა 1–3 მიუწვდომელია, და ასეა მონიშნული.

⚠️ ტალიავინის მისია თავად აფრთხილებს: მის მიერ დადგენილი ფაქტობრივი ბაზა „შეიძლება ჩაითვალოს ადეკვატურად ფაქტების დადგენის მიზნისთვის, მაგრამ არა სხვა რომელიმე მიზნისთვის — მათ შორის სასამართლო პროცესებისთვის” (IIFFMCG, ტ. I, გვ. 8, §8). ორიგინალი: „the factual basis thus established may be considered as adequate for the purpose of fact-finding, but not for any other purpose. This includes judicial proceedings“

ამიტომ, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს, პირველ რიგში მას ვიმოწმებთ.

⚖️ პატიოსნების წესი

ეს მოდული ყველა ოფიციალურ დასკვნას აჩვენებს — და ყველა დასკვნის სამართლებრივ საფუძველს ამოწმებს. ამოსავალი წერტილი არ იცვლება: ცხინვალის რეგიონი საქართველოს ტერიტორიაა, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული. ამიტომ საქართველოს ოპერაცია იქ სუვერენული სახელმწიფოს მოქმედებაა საკუთარ ტერიტორიაზე — და არა „სხვისი ტერიტორიის დაბომბვა”. ტალიავინის მისიამ ეს წესი თავადვე აღიარა, მაგრამ მისგან გამონაკლისი ააგო — ეს ანგარიშის მთავარი სამართლებრივი ხარვეზია → სამართლებრივი შეფასება, §1.0 · ტალიავინის ანგარიში.

📛 ტერმინოლოგია. ამ მოდულში ვიყენებთ საქართველოს კანონის ტერმინს — „ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი)” (კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”, მუხ. 2(ბ)). საერთაშორისო წყაროები „South Ossetia”-ს წერენ — ორიგინალები სიტყვასიტყვით უცვლელია; ქართულ თარგმანში ვიყენებთ კანონის ტერმინს.


მოდულის სტრუქტურა

# გვერდი რას შეიცავს
1 📅 ქრონოლოგია ფაქტები თარიღების მიხედვით — 1992-დან 2026-მდე
2 🗣️ განცხადებები მხარეების ოფიციალური პოზიციები — ვინ, რა, როდის
3 🎭 პროპაგანდა და ფაქტები რუსეთის მტკიცებები ↔︎ რას ადგენს ოფიციალური წყარო
4 ⚖️ სამართლებრივი შეფასება ძალის გამოყენება · აღიარება · პასპორტიზაცია · IHL · ოკუპაცია
4a 🔍 ტალიავინის ანგარიში — სანდოობა რას ამბობს სინამდვილეში · კრიტიკა · ორმხრივი ინსტრუმენტალიზაცია · ახალი მტკიცებულებები
5 🕊️ ცეცხლის შეწყვეტა ექვსპუნქტიანი შეთანხმება · 8 სექტემბერი · EUMM · ჟენევა
6 🎖️ შინდისის გმირები 11 აგვისტო, 2008 — და რას გვასწავლის სამართლებრივად
7 🎖️ გიორგი ანწუხელიძე სამხედრო ტყვის წამება — ECtHR, 2026
8 🏛️ ICJ — საქართველო რუსეთის წინააღმდეგ რასობრივი დისკრიმინაციის კონვენცია (CERD), 2008–2011
9 🏛️ ECtHR — სახელმწიფოთაშორისი სარჩელები Georgia v. Russia (II) · (IV) · ინდივიდუალური საქმეები
10 🏛️ ICC — სისხლისსამართლებრივი გამოძიება 2008–2022
11 🧰 საქართველოს ყველა ინსტრუმენტი სასამართლოდან გაერომდე — რა გამოიყენა საქართველომ და რა შედეგით

🔗 რას იმეორებს კურსიდან: ძალის აკრძალვა და თავდაცვა (კვ. 3 — წესდება 2(4), 51) · აღიარება (კვ. 1 — მონტევიდეო 11) · თვითგამორკვევა და ტერიტორიული მთლიანობა (კვ. 3 — 2625, Kosovo) · იურისდიქცია და ფორუმი (კვ. 2–4 — ILP-6, მუხ. 34(1)) · ინდივიდის პასუხისმგებლობა (კვ. 4 — ნიურნბერგი).


წყაროები

წყარო ლიცენზია
Independent International Fact-Finding Mission on the Conflict in Georgia (IIFFMCG), Report, Vol. I–II, September 2009 ევროკავშირის საბჭოს ოფიციალური ანგარიში
ECtHR, Georgia v. Russia (II) [GC] (2021, 2023) · Georgia v. Russia (IV) (2024, 2025) · Malachini and Others v. Russia (2026) ოფიციალური დოკუმენტი (HUDOC)
ICJ, Application of CERD (Georgia v. Russian Federation) — სარჩელი (2008), ბრძანება (2008), გადაწყვეტილება (2011) ოფიციალური დოკუმენტი
საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” (2008, matsne) ოფიციალური დოკუმენტი

📅 ქრონოლოგია →