iusgentes
N524

კაზუსები

პრაქტიკული სამართლებრივი სიტუაციის ამოხსნა — ILP-6 — სამი ფორუმის ლოგიკით: ICJ · ECtHR · ICC

რა არის კაზუსი

კაზუსი არის ფაქტობრივი სიტუაცია, რომელსაც სამართლებრივად უნდა გაუძღვეთ — არა მოსაზრებით, არამედ ნორმის ელემენტებად დაშლითა და ფაქტზე მისადაგებით (სუბსუმფცია). ეს არის ის უნარი, რომელსაც ამოწმებს გამოცდის ღია კითხვები.

საერთაშორისო კაზუსი სამით განსხვავდება შიდასახელმწიფოებრივისგან: სავალდებულო იურისდიქცია არ არსებობს (ჯერ ფორუმი, მერე არსი) · წყაროების სისტემა ჰორიზონტალურია (ჩვეულებითი ნორმა უნდა დაამტკიცო) · სუბიექტი ცვალებადია (სახელმწიფო · ინდივიდი · ორგანიზაცია).

ექვსი საფეხური

  1. ფაქტები — ქრონოლოგია თარიღებით; კრიტიკული თარიღი; რა არ წერია
  2. ფორუმი — იურისდიქცია ≠ დასაშვებობა; ოთხი ratione
  3. გამოსაყენებელი სამართალი — მოქმედებდა თუ არა მაშინ, ამ მხარეებისთვის
  4. საკითხები — თითო = ერთი „კი/არა“ კითხვა, იერარქიულად
  5. სუბსუმფცია — ობერზაცი → დეფინიცია → მისადაგება → დასკვნა (ბოლოს!)
  6. შედეგი — დარღვევა → პასუხისმგებლობა → საშუალება

🧭 მეთოდის ბარათი (სრული)


სასამართლოების სისტემა

სანამ კაზუსს ამოხსნი, უნდა იცოდე, რომელ სასამართლოზე დგახარ. ეს მოდული სამივეს ერთ სივრცეში აგროვებს.