კურსის შესახებ
კურსი შეისწავლის საერთაშორისო სამართლის ცნებას, სოციალურ ბუნებას, სისტემასა და წყაროების სპეციფიკას, ასევე ცალკეულ დარგებში მოქმედ პრინციპებსა და ნორმებს.
სწავლების მეთოდი. კურსი მუშაობს ქეის-მეთოდით — ყოველი სემინარი აგებულია კონკრეტული საქმის ანალიზზე. ლექციამდე ივსება მოკლე ქვიზი (Just-in-Time Teaching), რომლის შედეგებიც განსაზღვრავს, რას დაეთმობა ლექციის დასაწყისი.
კვირები
კვირა 1
სამართლის თეორია, სამართლის ცნება და შედარებითი სამართალმცოდნეობა
კვირა 2
საერთაშორისო სამართლის ცნება, არსი და წყაროები; საერთაშორისო და შიდასახელმწიფ…
კვირა 3
საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები
კვირა 4
საერთაშორისო სამართლის სუბიექტები
კვირა 5
საერთაშორისო ორგანიზაციები და კონფერენციები
კვირა 6
საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალი
სად არის მასალა
ოფიციალური სასწავლო მასალა და დავალებები იტვირთება ARGUS-ში, ქვიზები — Moodle-ში. ეს საიტი დამატებითი, ღია რესურსია: აქ განთავსებულია მხოლოდ ის მასალა, რომლის გამოქვეყნებაც ლიცენზიით დაშვებულია.